ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც დაესწრება, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ევროპის საბჭოს რიგით 130-ე მინისტერიალისთვის თბილისში, 14-15 მაისს უნდა ემასპინძლა. მინისტერიალს შესაძლოა დასწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია და მათ შორის, ის რუსი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ქვეყნის ოკუპაციის კანონი არაერთხელ აქვთ დარღვეული. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
სწორედ ამის გამო, ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს მინისტერიალის გამართვის ადგილად სტრასბურგი დასახელდა.
იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადა იყო მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ემასპინძლა რუსეთის ფედერაციის დელეგაციიისთის, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ხმა ►