“ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა”
“ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა”.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს. ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა. გვარამიამ ასევე თქვა, რომ 12 მარტს 14 საათზე გაიმართება აქცია.
“ყველას მოვუწოდებთ ღიად შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, სადაც გაიმართება საპროტესტო აქცია-კონცერტი. აქ იქნებიან რუსთავი 2-ის სახეები და აქ იქნებიან პოლიტიკოსეებ. სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ პარტიებს, მოითხოვონ პოლიტიკური ცვლილებები”, – განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე თქვა, რომ ძალაში რჩება შეთავაზება არხის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია “2017 წლის 2 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისაგან. დროებითი ღონისძიება მოქმედებს 2017 წლის 8 მარტამდე”