ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ლადო ჭანტურიას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა.
ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.
“სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას. ვუსურვებ ბატონ ლადოს წარმატებებს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში” – ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჭანტურიას არჩევას ევროსასამართლოში.
საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატიდან დღეს კენჭისყრის შედეგად ყველაზე მაღალი შეფასება მოსამართლე ლადო ჭანტურიამ მიიღო. შეფასების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება მოსამართლემ ოთარ სიჭინავამ მიიღო.
ეს ქვეყნისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უკვე მესამე მცდელობაა. წინა ორ შემთხვევაში სტრასბურგმა თბილისის მიერ შერჩეული იურისტები დაიწუნა.
ლადო ჭანტურია 1963 წლის 14 აპირილს დაიბადა. იხილეთ ავტობიოგრაფიული მონაცემები