ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარიელი Nemo გახდა
შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯმურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი.
Nemo-ს მაქსიმალური, 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც.
ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი. ფინალურ კონცერტზე კი ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით (19 – მაყურებლის, 15 – ეროვნული ჟიურის), 21-ე ადგილი დაიკავა.
საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19.
საქართველოდან მაყურებლის მიერ მიცემული ქულები ასე გადანაწილდა:
ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
2025 წელს ევროვიზია შვეიცარიაში გაიმართება.