ევროვიზიის ფინალი დღეს გაიმართება [VIDEO]
ევროკონკურსის დასკვნით შოუმდე რამდენიმე საათი რჩება.
ევროვიზიის საიუბილეო, მე-60 კონკურსის ფინალისთვის ვენის “სთეით ჰოლში” დილიდან ემზადებიან. ციებ-ცხელება სულ უფრო მატულობს ავსტრიის დედაქალაქში – ნათქვამია ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ფინალში სულ 27 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან ნინა სუბლატი, რომელიც ნახევარფინალის ერთ-ერთი გამარჯვებული კონკურსის 16-ი მონაწილიდან გახდა.
ფინალისთვის ემზადებიან თბილისშიც. ქართველი კონკურსანტის საგულშემატკივროდ კლუბ “ოტიუმში” გაიხსნება ფანკლუბი, სადაც სუბლატის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიკრიბონ და ერთად ადევნონ თვალი ევროკონკურსის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას.
ფინალი დღეს,ავსტრიის დროით 21 საათზე დაიწყება. სიმბოლურია რომ დღეს, 23 მაისს საქართველო და ნინა სუბლატი 23-ე ნომრადაა წარდგენილი, მას მოსდევს აზერბაიჯანის წარმომადგენელი ელნურ ჰუსეინოვი და რუსეთიდან პოლინა გაგარინა.
კონკურსზე ისიც სიმბოლურია, რომ საქართველოს გზავნილი “მებრძოლი ქალის” იმიჯია, რუსეთის კი “მშვიდობის მტრედის”.
ნახეთ ფინალისტების ვიდეო: