ევროვიზიის შოუ დღეს განახლდება

ევროვიზიის ნახევარფინალი დღეს, 21 მაისს, განახლდება, სადაც მორიგი ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი.

ციებ-ცხელება ვენაში იზრდება, შოუმდე რამდენიმე საათი დარჩა.

წინა ნახევარფინალზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი  ნინა სუბლატი თექვსმეტი კონკურსანტიდან საუკეთესო ათეულში  მოხვდა.

პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ერთად გამოავლინეს.

ევროვიზიის კონკურსი ავსტრიის დროით 21 საათზე დაიწყება და 2 საათი გასტანს.

“დღეს 17 ქვეყნა 10 ადგილისთვის კონკურენციას გაუწევს ერთმანეთს, ნახევარფინალს წარუძღვებიან Mirjam Weichselbraun, Alice Tumler და Arabella Kiesbauer, რომლებიც მზად არიან უმასპინძლონ მილიონობით მაყურებელს ვენაში, დღევანდელ ღამის შოუში” – იუწყება ევროვიზიის ვებგვერდი.

დღეს, ერთმანეთს შეეჯიბრებიან: ლიტვა, ირლანდია, სან-მარინო, მონტენეგრო, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, ჩეხეთი, ისრაელი, ლატვია, აზერბაიჯანი, ისლანდია, შვედეთი, შვეიცარია, კვიპროსი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button