მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

F-16 გამანადგურებლებით ფრენის სწავლება ნატოს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ

უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად წვრთნა დაიწყეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 23 მაისს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 გამანადგურებლებზე. „F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: „მაგალითად, პოლონეთში“ თუმცა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მალევე დააზუსტა, რომ ბორელმა იჩქარა.

„მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა,“ თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა.

გასული კვირის ბოლოს შეერთებული შტატები დათანხმდა, უკრაინას გადასცენ ამერიკული F-16-ები. ამას სავარაუდოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანა გააკეთებს.

როგორც ვარაუდობენ, ეს პროცესი, ასევე უკრაინელი მფრინავებისა და სხვა პერსონალის გაწვრთნა, რამდენიმე თვეს გასტანს.

“ჩვენ მზად ვართ. პოლონური მხარე მზად არის გაწვრთნას F-16 მფრინავები. ასეთი წვრთნა ჯერ არ დაწყებულა”, – განაცხადა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.

უკრაინელი მფრინავებისთვის ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლებით ფრენის სწავლება ნატოს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ, განაცხადა 23 მაისს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება… ჩვენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში ვეხმარებით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. „ეს ნატოსა და ნატოელ მოკავშირეებს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ“.

გუშინ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს.

„უკრაინაში F-16-ის ექსპლუატაციის ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება და არც პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის საჭირო რაოდენობაა. რა მოხდება, თუ ამერიკული გამანადგურებლები აფრინდებიან უცხოელი ‘მოხალისეების’ მიერ კონტროლირებადი ნატოს აეროდრომებიდან?“ – ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, დაწერა საელჩოს ტელეგრამის არხზე.

ამერიკის საჰაერო ძალების მდივნის, ფრენკ კენდალის განცხადებით, “საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება” სანამ უკრაინელი ჯარისკაცები F-16-ის გამოყენებას დაიწყებენ.

როგორც ფრენკ კენდალი ამბობს, საჭიროა რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შესაბამისი მომზადება გაიარონ და კიდევ რამდენიმე დეტალი მოგვარდეს მანამ სანამ უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებს მიიღებენ.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ F-16-ების ან სხვა დასავლური გამანადგურებლების მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის, სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში,” – ამბობს კენდალი.

მისივე თქმით, ეს ვადა ისედაც დაჩქარებულია, რადგან, ჩვეულებრივ, ამერიკელი პილოტი F-16-ის მართვის სწავლას ორ წელიწადზე დიდ დროს ანდომებს.

შეგახსენებთ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.

როგორც შენიშნავენ, თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს – უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი – დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები – უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button