სტიქიაში მონაწილე პირებს შესაძლოა პრემიები მისცენ

საქართველოს პრემიემინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს ბორჯომის ხეობაში, სტიქიაში მონაწილე პირებზე პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება დაავალა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ სამუშაოებში დაახლოებით, 3 000 ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანს პრემიერმა მადლობა გადაუხადა.

“3 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ჯარისკაცები, ექიმები, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით და ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით და ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება გადავარჩინეთ განადგურებას. მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ ვინც იყო ამ სტიქიებში ჩართული, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button