Facebook-ი “საიდუმლო მიმოწერის” სერვისის განვითარებას გეგმავს

Facebook-ი “საიდუმლო მიმოწერის“ სერვისს ტესტავს. სოციალური ქსელის მესენჯერის განახლებისას, მომხმარებელი დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ პირადი მიმოწერის დამალვას შეძლებს. შესაბამისად, მომხმარებლებს ერთმანეთთან „საიდუმლო“ მიმოწერა შეეძლებათ.

BBC იუწყება, რომ აღნიშნული მიმოწერის წაკითხვა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოწყობილობით იქება შესაძლებელი და მას სხვა მოწყობილობებზე სინქრონიზაცია არ გაუკეთდება.

„საიდუმლო მიმოწერის“ სისტემაში ვიდეოს გაგზავნა არ იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს მიმოწერისას დროის მითითება შეეძლება, რომლის განმავლობაშიც მეორე პირი მის ნაწერს ნახავს, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი მიმოწერა წაიშლება.

ამჟამად, საიდუმლო ჩატებში საუბარი მხოლოდ მესენჯერ Telegram-ის მომხმარებლებს შეუძლიად, სადაც გზავნილები წაკითხვის შემდეგ ავტომატურად იშლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button