Facebook-ის დირექტორის მეუღლე გარდაიცვალა

მექსიკაში, უბედური შემთხვევის შედეგად, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, ჰოლივუდის კომპანია Walt Disney-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, დევიდ გოლდბერგი გარდაიცვალა.

47 წლის მეწარმემ, სარბენ ბილიკზე ვარჯიშის დროს, გონება დაკარგა, შედეგად, ქალა-ტვინის სასიკვდილო ტრავმა მიიღო. ექიმები, შემთხვევის ადგილზე, 3 წუთში გამოცხადდნენ, მაგრამ პაციენტს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ აღენიშნებოდა.

დევიდ გოლდბერგის მეუღლე, კომპანია Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, შერილ სენდბერგია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონმა განაცხადა: “ჩემთვის ქორწინება არა მარტო სერიოზული პირადი არჩევანია, არამედ უმნიშვნელოვანესი კარიერული გადაწყვეტილებაც”. ცოლ-ქმარი 2004 წელს შეუღლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button