მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით თელავში ერთდროულად რამდენიმე პედაგოგი დაინფიცირდა

თელავის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში, კორონავირუსით პედაგოგების ჯგუფურად ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული არიან პედაგოგების ოჯახის წევრებიც.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მასწავლებლებს კონტაქტი ჰქონდათ, მოსწავლეებთანაც.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სკოლის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის ტესტირებას ჩაატარებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

კორონა ვირუსი დაუდგინდა, თელავის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლესაც.

დღეს, დილისათვის კორონავირუსით ინფიცირების შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე, კახეთში მკურნალობას სულ, 640 პაციენტი გადის.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში კორონავირუსის 14669 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button