მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა

რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა.

მისი თქმით, მათ შორისაა უძველესი ტაძრები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომს გაუძლეს, მაგრამ ვერ გადაურჩნენ რუსულ ოკუპაციას.

„რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა. რუსეთის არმიას შეუძლია შეაჩეროს ქალაქების განადგურება. რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა. თუ იგივე ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას. ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის ასეთი ბრძანება, აშკარაა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის“, – დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრიანაში, დონეცკის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს, რომელიც 1526 წელს აშენდა.
კითხვაზე როდის დასრულდება უკრაინაში რუსული აგრესია- ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს და ამბობს, რომ რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს.

მისი თქმით, ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელ მსოფლიოს ამცირებს.

“261 უკრაინელი ბავშვი გარდაიცვალა რუსეთის გამო. ეს ოფიციალური რაოდენობაა, რაც უფრო მეტს გავიგებთ მათ შესახებ, ვინ იყო დაკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, მით მეტი შეიძლება გახდეს სახელების რაოდენობა ამ სიაში. მისი წაკითხვა საშიშია. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, სიკვდილის გარემოება – ყველა მათგანი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანს მოსკოვში რომ არ გამოეწვია ეს კატასტროფა.

ეს უკვე გამოუსწორებელია იმიტომ, რომ ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი საშინელი შედეგების შეჩერება. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ტაძრების გადაწვა, რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ქალაქების განადგურება, რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა თუ ერთი ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას და ფაქტი, რომ მსგავსი ბრძანება აქამდე არ არის, მთელი მსოფლიოს ცალსახა დამცირებაა”, -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button