მსოფლიოსიახლეები

Facebook-მა კადიროვის Instagram-ანგარიში დაბლოკა

Facebook Inc.-მა რამზან კადიროვის ანგარიში თავის სოციალურ ქსელ Instagram-ში დაბლოკა და გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში სანქციები დააკისრეს.

“როგორც ამერიკული კომპანია, ჩვენ ვმოქმედებთ აშშ-ს სანქციების შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენ წავშალეთ იმ პირის ანგარიშები, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც ადრე.” – აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი.

აშშ-ს ხელისუფლებამ კადიროვის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის დეკემბერში დააწესა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელი შესული იყო სანქციების სიაში, რომელიც შედგენილია მაგნიტსკის კანონის შესაბამისად. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციების დაწესება განმარტა იმით, რომ აშშ-ს ხელისუფლება კადიროვს პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს “მკვლელობების, წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა მასშტაბური დარღვევებისათვის”.

მსგავსი პოსტები

Back to top button