მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
საქართველოს 5 ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური იანვრიდან გაორმაგდა

მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.
ეს თვითმმართველი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.
შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.