Femen-ის აქტივისტი ტრამპს „მოეფერა“ [Video]

მადრიდის მუზეუმში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ცვილის ქანდაკების პრეზენტაციის დროს მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა ქალმა საპროტესტო აქცია მოაწყო. ინფორმაცია Femen-ის ესპანურენოვან Twitter-გვერდზე გამოქვეყნდა.

მადრიდში გამართული ოფიციალური ღონისძიების დროს ნახევრადშიშველმა ქალმა ლოზუნგების სკანდირებით ტრამპის ცვილის ფიგურასთან მიირბინა და მას წელსქვემოთ ხელი შეავლო.
„მას ვუთხარი, კარგია, რომ მოხვედი და საკუთარი აზრი დააფიქსირე, მაგრამ პროტესტის ასეთი ფორმა ყოვლად მიუღებელია. როცა ტრამპს პირადად შეხვდები, მაშინ ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება გექნება, მაგრამ აქ ცვილის ფიგურასთან რა გესაქმება-მეთქი?“ – განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button