ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დახმარების ცენტრიდან სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, “შესაძლო ფსიქიური პრობლემების გამო, ბრალს წაუყენებენ თუ არა ექსპერტიზის პასუხიდან გამომდინარე გახდება ცნობილი”.

მანქანის გამტაცებელმა სამედიცინო ცენტრიდან 300 მერტის მოშორებით ავტოავარია მოახდინა.

წყარო: IPN

მსგავსი პოსტები

Back to top button