ფინანსთა მინისტრი რესტორანში გალახეს

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრ იანის ვარუფაკისს თავს დაესხნენ. იგი მეუღლესთან და მეგობართან ერთად რესტორანში ვახშმობდა. აგრესიულად განწყობილმა ახალგაზრდებმა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მინის ტარა დაუშინეს.

მინისტრის თქმით, მან სცადა თავდამსხმელებთან დიალოგში შესვლა, მაგრამ ამაოდ.

საბერძნეთს, ევროპული ფონდებიდან, ვალის გასასტუმრებლად 7,2 მილიარდი სჭირდება. ამ თანხას თუ ვერ მიიღებს, მაისში იძულებელი გახდება, რომ დეფოლტი გამოაცხადოს, რაც ევროზონიდან ქვეყნის გარიცხვას გამოიწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button