მნიშვნელოვანისიახლეები

დე-ფაქტო „დეპუტატი“ – დავით თარხან-მოურავი აფხაზეთის დამოუკიდებლობას ემხრობა

ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების საიდუმლო ვიზიტს კიდევ ერთი მიმართულებით მოჰყვა გაგრძელება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა აცხადებს, რომ დავით თარხან-მოურავი თანახმაა საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ჯოპუა თავის კოლეგებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„თარხან-მოურავის განცხადებებიდან ჩანს, თავადაც შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, რომ ის ითხოვს დღეს შექმნილი რეალობის აღიარებას. დღეს, როდესაც საქართველოში ყველა პარტია ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ჰპირდება, ეს პოლიტიკური შანტაჟია. თარხან-მოურავი კი ითხოვს, რომ რეალობა იქნას აღიარებული, – ამბობს ალმას ჯოპუა.

ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აპირებს ბრიფინგი გამართოს და აფხაზეთში მათი ვიზიტის შესახებ ილაპარაკოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button