ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

FREEDOM HOUSE: ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ საქმიანობაზე

“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოზე წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, ხოლო ქვეყანაში ვერ ხდება სამოქალაქო თავისუფლების სრული დაცვა, დოკუმენტში ეს პროცესი განმარტებულია როგორც “არათანმიმდევრულად დაცული სამოქალაქო თავისუფლება”

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ საქმიანობაზე, გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე.

საერთაოშორისო ორგანიზაციის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში “უმეტესად არის დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია. რაც შეეხება მედიას, “ფრიდომ ჰაუსის” დოკუმენტში ნათქვამია, რომ მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა “ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულია”

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმის მიუხედავად, არსებით პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა და სასამართლო დავების განხილვის გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის პრობლემა.

100-დან 60 – ასეთია საქართველოს სარეიტინგო ქულა ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლების შესახებ არის მომზადებული.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ქულა 1 მაჩვენებლით შეიცვალა.

2020 წელს საქართველო 61 ქულა ჰქონდა , 2019 წელს 64, ხოლო მანამდე 2017-2018 წლებში საქართველოს სარეიტინგო ქულა 64 შეადგენდა.

ამ მონაცემებით, საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებში. რაც უფრო მაღალია ქულა ქვეყნის თავისუფლების მაჩვენებელი მით უფრო უკეთესია.

ორგანიზაცია კვლევაში გლობალურ სურათზე საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში გლობალური თავისუფლების მაჩვენებლები იკლებს.

მეტიც, ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო მეტი ქვეყანა აჩვენებს მონაცემის გაუარესებას, ვიდრე წინსვლას. 195 ქვეყნის შესახებ მომზადებული დეტალური დასკვნით, ორგანიზაცია ამბობს, რომ ქულა გააუმჯობესა მხოლოდ 28 ქვეყანამ, 73 ქვეყნის შემთხვევაში კი ქულა გაუარესდა.

ქვეყნის (საქართველო) ქულა ორი მთავარი პუნქტისგან ფასდება და ახალი კვლევის მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება:

პოლიტიკური უფლებები 23 ქულა (მაქსიმალური ქულა 40)

სამოქალაქო თავისუფლება 37 (მაქსიმალური ქულა 60)

ინტერნეტის თავისუფლები კუთხით საქართველოში ვითარება უცვლელი რჩება.”ფრიდომ ჰაუსის” კვლევით საქართველო 100 ქულიდან 76 ფლობს, რაც კარგი მაჩვენებელია და ამ მხრივ საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button