G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

იაპონიაში, ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინის, ასევე რუსეთის აგრესიის შესახებ. დოკუმენტი 11 პუნქტისგან შედგება. ის „თეთრი სახლის”, საიტზე გამოქვეყნდა.
„დიდი შვიდეული“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. რუსეთის ომს მონაწილეები უწოდებენ უკანონოს, არაპროვოცირებულს, დამპყრობლურს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაეროს ქარტია.
სამიტის მონაწილეების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოება, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ისინი მხარს უჭერენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას ამ მხრივ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ ამისაკენ.
G7 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გაუწევს როგორც სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფთან თანამშრომლობით, ასევე ეკონომიკურ დახმარებას ქვეყნის აღდგენაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გზით. მთავარი ყურადღება ექცევა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
სამიტის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელს შეუწყობენ უკრაინის ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სასამართლოს რეფორმების გატარებას.
რაც შეეხება რუსეთს, „დიდი შვიდეული“ აპირებს მის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გააგრძელოს და გააფართოებს რუსეთში იმ პროდუქტის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებით გამოიყენონ.
G7 აპირებს მიმართოს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც თვითონ, ან შუამავლების საშუალებით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიესალმებიან ევროპის საბჭოს ჩარჩოებში უკრაინისთვის მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნას.
რუსეთს დაევალება ამ ზარალის ანაზღაურება. G7 გაყინავს და შეძლებისდაგვარად კონფისკაციას გაუკეთებს რუსულ აქტივებს, რომლებიც მის ქვეყნებში ინახება. უკრაინისთვის დახმარების გაწევასთან ერთად G7 განავითარებს ძალისხმევას სუსტი ქვეყნების სასურსათო და ენერგეტიკული დახმარების მიმართულებით.
„დიდი შვიდეული“ არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელშიც სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მოიცავს. მასში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი.
ხიროსიმის სამიტში მონაწილეობას აპირებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც არაბთა ლიგის სამიტზე იმყოფება საუდის არაბეთში, სადაც ის შეხვდა მასპინძელი ქვეყნის მმართველებს. სამიტში ხანგრძლივ იზოლაციის შემდეგ დაესწრო სირიის პრეზიდენტი, რუსეთის მოკავშირე, ბაშარ ალ-ასადი.
19 მაისს უკრაინის უშიშროების უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად უნდა დაესწროს ჰიროსიმის სამიტს.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები გაფართოვდება და შეზღუდვები დაუწედება რუსეთის ექსპორტს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასაზრდოებს.
„დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები შეეხება „საწარმო აღჭურვილობის, ხელსაწყოების და სხვა ტექნოლოგიის ექსპორტს“. საქმე ეხება პროდუქტს, რომელსაც რუსეთი იყენებს “თავისი სამხედრო მანქანის აღდგენისთვის“. განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, რათა რუსეთს შეეზღუდოს შემოსავალი ლითონისა და ალმასით ვაჭრობიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი სანქციები სუსტდება მათი გვერდის ავლით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ჩართული არიან იმ ქვეყნებთან, რომელთა გავლითაც სანქცირებული პროდუქტი, შესაძელებლია, მოხვდეს რუსეთში.
„ჩვენ ცნობად ვიღებთ და ვახალისებთ ამ ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს, უზრუნველყონ, რომ ჩვენი ზომების გვერდის ავლა არ მოხდეს და მათ ჰქონდეთ მოსალოდნელი ეფექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
19 მაისს ბრიტანეთმა რუსეთის 86 სამოქალაქო და იურიდიული პირის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურს, რომლის განცხადებით, ზელენსკი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას ჰიროსიმის სამიტში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითხოვენ, – ამის შესახებ G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „დიდი შვიდეული“ ითხოვს რუსეთისგან, რომ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
G7-ის ლიდერების თქმით, სამართლიანი მშვიდობა ვერ განხორციელდება რუსული ჯარებისა და ტექნიკის სრულად გაყვანის გარეშე, ეს უნდა იყოს ნათქვამი მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ მოწოდებაში.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა და ქვეყნები ერთად დგანან რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპრვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ.
ცნობისთვის სამიტზე წელს, რვა სხვა ქვეყანაცაა მიწვეული : ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კომორის კუნძულები და კუკის კუნძულები.
სამიტი 3 დღე გაგრძელდება და 21 მაისს დასრულდება.
„დიდი შიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს გაიხსნა და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შაბათ-კვირას „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ფარგლებში, 71 კომპანიას შეზღუდვები დაუწესა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, მათ შორის არიან რუსული და ბელარუსული კომპანიები. შავ სიაში მოხვდა ერთი სომხური და ერთი ყირგიზული კომპანიაც.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტის კონტროლის ახალი ზომები მიმართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის პროექტების წინააღმდეგ რუსეთსა და ბელარუსში. შავ სიაში ასევე შეიყვანეს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანიები, ასევე დენთის, ტრაქტორებისა და საავტომობილო ქარხნები.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესა რუსეთის 86 კომპანიას და მოქალაქეს. სანქცირებულთა შორის არიან „როსბანკი“ და ბანკი „ტინკოფფი“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ენერგეტიკის, თავდაცვის, მეტალურგიის, სატრანსპორტო და ფინანსურ სექტორებთან. ლონდონის თანახმად, ახალი სანქციები გააძლიერებს ზეწოლას პუტინის შემოსავლების დარჩენილ წყაროებზე და ომისთვის მათი გამოყენების მცდელობაზე.
სანქცირებულთა შორის არიან ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია “პოლუსი”, მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი, სამთო-მომპოვებელი კომპანია “სევერსტალი”, საინვესტიციო კომპანია “სისტემა” და რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგ „როსატომთან“ დაკავშირებული 9 ორგანიზაცია. ასევე, „რუსეთის სპილენძის კომპანიის“ დამფუძნებელი იგორ ალტუშკინი, „რუსეთის რკინიგზის” და კომპანია „ტრანსნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრები და კონცერნ „კალაშნიკოვის” დირექტორები.
18 მაისს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აკრძალავს რუსული ალმასის, ალუმინის და ნიკელის იმპორტსაც.
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანესმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადეს, სანქციები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ინდუსტრიებზე.
ახალი ფინანსური სანქციები შეეხება 21 ორგანიზაციას და სამ ფიზიკურ პირს, კერძოდ: რუსეთის სახელმწიფო ატომური კორპორაციის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ეწევიან ბირთვულ კვლევებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იარაღის წარმოებას.
სანქციები ასევე ეხება უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას “როსნეფტს”, PJSC “Polyus”, PJSC “Severstal”, თავდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედ ხუთ ბანკს.
ავსტრალიის მთავრობა ასევე დააწესებს აკრძალვას ყველა მანქანისა და მასთან დაკავშირებული ნაწილების რუსეთში და რუსეთის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ექსპორტზე.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იაპონიაში მიმდინარე სამიტზე შეთანხმდნენ. სანქციები ასევე გააფრთოვა დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც.