მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში_სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თელავში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი- ყვარელი გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

შეჯახების შედეგად, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მსუქბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ის ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.

ექიმების განმარტებით, მამაკაცს მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებული თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ამ წუთებში გადაჰყავთ.

ავტონომობილში მყოფ სხვა პირებს ექიმები ადგილზე ეხმარებიან.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ავტომობილში, არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button