მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“გაბუნიას მკვლელობა კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა”

გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მოქალაქის მიერ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

გვარამიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მისთვის უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია. საუბარია ინგუში ეროვნების რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვზე, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დაკვეთით მოქმედებდა.

მოისმინეთ ნიკა გვარამიას ხმა.

გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის მზადების შესახებ, უკრაინელი სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი და გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ საქართველოსთვის შეუტყობილებლად მიმდინარეობდა, რადგან, როგორც გვარამია ამბობს, როცა გამოძიება რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო სანდო პარტნიორი არაა და ამდენად, ინფორმაციის გაჟონვის “დიდი ეჭვი არსებობდა”.

მოისმინეთ ნიკა გვარამიას ხმა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საზღვრები დაუცველია, ხოლო გიორგი გაბუნიას ცნობილი მონოლოგი ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ღიად და დაუფარავად დაგმო, ზემოხსენებული ინფორმაცია გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, ემოციურად მაინც გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ მისი მოადგილე და ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ პუტინის და რამზან კადიროვის სამიზნე გახდა.

მოისმინეთ ნიკა გვარამიას ხმა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც “მთავარი არხის” ნებისმიერ თანამშრომელს მიადგება, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გვარამია ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ ინფორმაცია, რომელიც მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოეპოვებათ.

შეგახსენებთ გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” მონოლოგს, რომლის გამოც გიორგი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გამოგზავნილი ქილერის სამიზნე გახდა.

მოგვიანებით, სუს-მა დაადასტურა, რომ ვასამბეკ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button