საქართველოსიახლეები

“გაჩნდა ხანძარი, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძრის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი წერს, ეს, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, არ უნდა მომხდარიყო. ის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

“დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად”, – წერს მიხეილ სააკაშილიი.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button