მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“გადაეცით საქართველოს პრეზიდენტს რომ ჩემმა შვილმა გაიმარჯვა”-დაღუპული პოლკოვნიკის დედა

გადაეცით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩემმა შვილმა გაიმარჯვა, სულ ამას ვტიროდი, რომ არც ომი დაუწყია და არც მშვიდობიანი ადამიანები დაუხოცავს. ის იცავდა სამშობლოს და მის მიწა- წყალს”- ასე ეხმაურება 2008 წელს, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული პოლკოვნიკის დედა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ომში გარდაცვლილი დავით ელიზბარაშვილის დედა, ანა ახალკაცი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ომში ყველა მონაწილის გამარჯვებას უწოდებს.

” მხოლოდ ჩემმა შვილმა კი არა, ყველა იქ მყოფმა გაიმარჯვა. აღფრთოვანებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებით. საქართველოს მიწა- წყლის დამცველი შვილი უმოწყალოდ დამიცხრილეს და თან მართლები არიან? ჩემი შვილი არ დაბრუნდება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ რუსეთი ომის წამომწყები, ბოროტების ქვეყანაა და ჩემი შვილისა და მისნაირების სისხლი ტყუილად არ დაიღვარა. რამდენჯერ მოგვაყენეს შურაცხყოფა, რომ თურმე ჩვენს გმირ შვილებს ომი დაუწყიათ, მძინარე ხალხი დაუხოცავთ. დარწმუნებული ვარ, ის დღეც დადგება, როცა ჩვენს მიწა- წყალს დაგვიბრუნებენ”- განაცხადა პოლკოვნიკის დედამ.

მეოთხე ბრიგადის პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს, ბრძოლის ველის განაღმვის დროს დაიღუპა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 21 იანვარს, რუსეთ- საქართველოს 12 წლიანი დავა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა და ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული რამდენიმე უფლების შელახვაში, რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა

მსგავსი პოსტები

Back to top button