“გადაიღე საქართველოში” – ახალი კომპონენტი სამთავრობო პროგრამაში
გახდება თუ არა საქართველო კინოგადაღების ცენტრი – საკითხზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი – “გადაიღე საქართველოში” დაემატება.
მთავრობა ამბობს, რომ პროექტი საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ისახავას მიზნად.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კინომწარმოებლებს, კინოპროექტების განსახორციელებლად, ხარჯების თანადაფინანსების 20%–იან სქემას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებას შესთავაზებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე – ხმა