“გადაიყვანე” – ამ მოთხოვნით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიწყო

“გადაიყვანე” – ამ მოთხოვნით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიწყო. მოთხოვნა ერთადერთია- მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მსვლელობა სავარაუდოდ პარლამენტის შენობის წინ გაჩერდება და აქციაც სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან გაგრძელდება.
პროტესტს უერთდებიან რეგიონებიდანაც.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ დღევანდელ აქციაზე, მათი სამოქმედო კონკრეტული გეგმა გაჟღერდება.
ოპოზიციურმა პარტიებმა, მოქმედების გეგმა მას შემდეგ შეცვალეს, რაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
“ნომერ პირველი მოთხოვნა, ის რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და დღეს მთავარი სიტყვა არა პოლიტიკოსებს, არამედ ექიმებს ეკუთვნით, რომელთაც აბარიათ პაციენტების სიცოცხლე. ასე რომ დროულად მიიღონ გონივრული გადაწვეტილება, ვიდრე არ არის გვიან,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.