“გადამუშავებულია 11 ათას 500 ტონამდე ყურძენი”

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათას 500 ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 3 500 ტონამდე რქაწითელი, 4 200 ტონამდე საფერავი, 610 ტონამდე კახური მწვანე და 3 200 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

როგორც რადიო “ჰერეთს” სააგენტოდან აცნობეს, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავდა რთველის დაწყებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა – 2,2 ათას ტონამდე ყურძენი.

„რთველი, შეფერხების გარეშე, კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. რთველში მოგვიანებით ჩაერთვება საგარეჯოს რაიონიც. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 31 კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 94 ღვინის კომპანია“, – განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button