რთველის შუალედური ანგარიში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის მიმდინარეობაზე შუალედური ანგარიში წარადგინა. მინისტრი ამბობს, რომ კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 000 ტონა ყურძენი.

“ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 000-მდე მევენახემ ჩააბარა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯანიის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 29 000 ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები კი ასეთია: თელავი 17,5 ათასი ტონა, ყვარელი – 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო 3,5 ათასი ტონა, ახმეტა – 2,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 24 სექტემბერს დაფიქსირდა დღეღამური გადამუშავების ბოლო 25 წლის რეკორდული მაჩვენებელი – 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

“28 სექტემბერის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მილიონი ბოთლი ღვინო. აქედან მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მილიონი ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია: რუსეთი – 12,1 მილიონი ბოთლი; ყაზახეთი – 3,4 მილიონი ბოთლი, უკრაინა – 1,9 მილიონი, ჩინეთი – 1,4 მილიონი ბოთლი, პოლონეთი 1,1 მილიონი ბოთლი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button