რეგიონი
გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში

ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა. რამდენიმე ადგილას გარღვეულია ნაპირსამაგრები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებთან ერთად უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხობის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოში.
მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ადგილზე არსებულ ვითრებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ეცნობა.
მიყენებული ზარალის რაოდენობა დგინდება.