მსოფლიოსიახლეები

სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს

სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქით“ მიმართვისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ზომის მიღება გარდაუვალია.

იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, ის მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამ მომენტისთვის, სომხეთში კორონავირუსით 967 ადამიანია ინფიცირებული.

გუშინ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტიგრან ტოროსიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button