მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პატრიარქი “საშობაო ზავის” ინიციატივით გამოდის

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი “საშინაო კონფლიქტში” მონაწილე მხარეებს “საშობაო ზავის” დამყარებისკენ მოუწოდებს. მიმართვა რუსეთის ეკლესიის ვებგვერდზე. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე დღეს, 5 იანვარს გამოქვეყნებულ მიმართვაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ არის „ყველა მხარე“ და ნახსენები არ არის რუსეთი, ან უკრაინა.

რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე “საშობაო ზავი” უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

“მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო, პატრიარქ კირილესთვის სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და კანადას. რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ევროკავშირისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს გაერთიანების წევრი რამდენიმე სახელმწიფო.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პატრიარქმა მისი ქვენის ქმედებები არაერთხელ გაამართლა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button