მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გადავსებული საავადმყოფოები და უყურადღებობა კახეთში

კახეთის რეგიონის კლინიკებში ადგილები აღარაა. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, გარდაიცვალა.
გურჯაანში, კორონა ვირუსით გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ინფიცირებული, ინსულტგადატანილი პაციენტი სახლში გაუშვეს.

“ჩემს ქმარს თვის დასწყისში განუვითარდა ინსულტი. მკურნალობდა გურჯაანის საავადმყოფოში. კორონა ვურუსით იქ დაინფიცირდა. სპეციალურ კოვიდ კლინიკაში გადაყვანა არ შემოუთავაზებიათ, მე თბილისში მინდოდა, მაგრამ გვირჩიეს, სახლში წაიყვანეთ, ადგილები არსად არისო. ორკვირიანი ვადა გავიდა და მეორე დღეს, კაცი გარდაიცვალა “-  ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

77 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში განმარტებას არ აკეთებენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტი, საავადმყოფოს ექთნისგან დაინფიცირდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმირებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროც, თუმცა პაციენტი მაინც ბინაზე დატოვეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, კლინიკას მხოლოდ პალატაში მოსათავსებელი პაციენტების მიღების რესურსი აქვს.

“კოვიდინფიცირებულისთვის რეანიმაცია არ გვაქვს. თუ პაციენტს პალატაში მოთავსება სჭირდება, ასეთის მიღება შეგვიძლია” – განაცხადა ჭონიაშვილმა.

კახეთში, კოვიდ ინფიცირებულებს, სამ კლინიკაში მკურნალობენ.
დღევანდელი მდგომარეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ხუთი პაციენტი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

რეგიონში, კოვიდ- 19- ით გარდაცვლილთა რიცხვი, 22- მდე გაიზარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button