სპორტ-ნიუსისპორტი

გაძევებული რამოსი და წაგებას გადარჩენილი პსჟ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლიდერი პარი სენ-ჟერმენი აუტსაიდერ “ლორიანს” ესტუმრა და მატჩის გადარჩენა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო.

მასპინძლები სათამაშო უპირატესობას აშკარად ფლობდნენ და რომ არა გოლკიპერი ნავასის თავგანწირული თამაში,შესაძლოა მეტი გოლიც გაეტანაც მოეხერხებინათ.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე გაიხსნა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე შენარჩუნდა კიდეც.

დაწინაურებული მასპინძლები ახლოს იყვნენ მოგებასთან,როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარიო იკარდიმ ანგარიში გაათანაბრა და პსჟ წაგებისგან იხსნა

რაც შეეხება სერხიო რამოსს,ის მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე და 86-ე წუთზე არბიტრმა არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი უჩვენა.

პსჟ ამ დროისთვის კვლავ ინარჩუნებს სატურნირო ცხრილის ლიდერ პოზიციას.

კლუბს 46 ქულა აქვს და უახლოესი მდევრები,ნიცა და მარსელი მას მთელი 13 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button