მნიშვნელოვანისაქართველო

გაძვირდება თუ არა პური

ხორბლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებზე პირველი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, გადაწყვეტილება უკმაყოფილო ტურისტების არმიას უკავშირდება, რომლებსაც, ხორბლის სახმელეთო იმპორტის გამო, საზღვარზე რიგებში დგომა უწევთ. მინისტრი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ფასების ზრდას არ გამოიწვევს.

შეგახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და ფქვილის შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით 15 სექტემბრიდან კრძალება.

ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით.

სპეციალისტების თქმით, მატარებლითა და ზღვით ხორბლის შემოტანა ძვირი ჯდება და შესაძლოა პური გაძვირდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button