კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაერო არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტზე სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანის მიერ თვითმკვლელობის ფაქტს საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ეხმაურება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

„ ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.

ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში.

აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.

საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი.

აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს.“ -წერია საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანის თვითმკველობის მიზეზი, სავარაუდოდ მასზე განხორცილებული სექსუალური ძალადობა გახდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ ,რომ ფაქტი გასულ ზაფხულს მოხდა.მათი თქმით, პოლიცია მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო , შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა ,თუმცა იმ პერიოდში არავინ დაუკავებიათ.

სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა

შსს-ს მიერ დღეს, 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოგვიანებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მოსამართლის განჩინების საფუძველზე გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუაც დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button