გაერო ნეპალის დახმარება გეგმავს

გაეროში ნეპალის დასახმარებლად 415 მილიონ დოლარის მოძიებაზე მსჯელობენ. მიწისძვრით დაზარალებული ნეპალი აღნიშნულ დახმარებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში მიიღებს.

მიწისძვრას გადარჩენილი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი 6000 -მდე გაიზარდა, ნანგრევენში მოყოლილია ასობით ადამიანი, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის ნაწილი ქვეყანას ტოვებს. უკმაყო ფილო მოქალაქეებიპოლიციასაც დაუპირისპირდნენ.

ნეპალში გასულ კვირას მომხდარი ბიძგების სიმძლავრემ 7,9 მაგნიტუდა შეადგინა, განადგურდა ისტორიული ძეგლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button