მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო – ყოველდღე 70 000 უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი

ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს

უკრაინაში ომის დაწყების დროიდან, 24 თებერვლიდან, ყოველდღე 70 000 ბავშვი ხდება ლტოლვილი, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის პრესსპიკერმა ჯეიმს ელდერმა განაცხადა.

„24 თებერვლიდან უკრაინაში უამრავი ბავშვი დაიღუპა. კიდევ უფრო მეტი – დაშავდა. 1.5 მილიონზე მეტი ბავშვი ქვეყნიდან გაიქცა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინაში ომის დაწყებიდან საშუალოდ ყოველდღიურად 70 000-ზე მეტი ბავშვი გახდა ლტოლვილი.

ეს ბოლო რიცხვი განსაკუთრებით შოკისმომგვრელია. ყოველ წუთში 55 ბავშვი ტოვებს ქვეყანას,“- განაცხადა ჯეიმს ელდერმა.

მისი თქმით, ლტოლვილთა აღნიშნული კრიზისი უპრეცედენტოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამასთან ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესდა კვოტა უკრაინის 5 000 მოქალაქისთვის, რომლებიც შეძლებენ ქვეყანაში შესვლას და მისი ნაწილი უკვე გამოყენებულია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილებას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ.

“ვთვლით, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ნებართვის სისტემების დანერგვა უკრაინის მოქალაქეებისთვის არამეგობრული ნაბიჯია და დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ მკაცრად და ოპერატიულად ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინისა და უკრაინელების ინტერესებს,”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button