მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო-ს ტურიზმის გენ.მდივანი შაიხან ალ ნოვაისი გახდა, ის ჩაანაცვლებს ზურაბ პოლოლიკაშვილს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი – შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.

კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, საჭირო კი იყო მინიმუმ – 18.

შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი ქართული ოცნების მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ქართულ ოცნებას ამ ინფორმაციის დადასტურება The Diplomat-ის სტატიის შემდეგ მოუწია, სადაც მედია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე წერდა.

თავად ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მისი კანდიდატურის გამოწვევის შესახებ “შემთხვევით” არა ქართული ოცნების მთავრობისგან, არამედ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციისგან გაიგო.

უცხოურმა მედიამ ასევე დაწერა შესაძლო გარიგებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, რომელშიც ზურაბ პოლოლიკაშვილის გარდა გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ფიგურირებს.

The Diplomat სტატიაში, რომელიც გაერო-ში კენჭისყრამდე გამოქვეყნდა, წერს: “გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები და საქართველოს მიერ პოზიციის უეცარი ცვლა, აღვივებს ეჭვებს თბილისსა და აბუ-დაბის შორის სავარაუდო გარიგების შესახებ, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით”.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში პოლოლიკაშვილის ნაცვლად “ოცნების” ხელისუფლებამ საამიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს

,,ოცნების,, პრემიერის განცხადებით რამოდენიმე ქვეყნის დემარშის გამო პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს


ცნობისთვის ალ ნოვაისი ამ თანამდებობაზე პირველი ქალია. ის Rotana Hotel Group-ის მფლობელის ქალიშვილია.

შეიხა ალ ნოვაისიმ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტს 2 ვადით იკავებდა. მიმდინარე წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

როგორც უცხოური მედია წერს, პირველ ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა, შაიხა ნასერ ალ ნოვაისმა, რომელიც სრული აუტსაიდერი იყო მცირე გამოცდილებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რამაც მეორე ტური არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საბერძნეთის ქვეყნებს შორის შექმნა. პირველ ტურში ალ ნოვაისმა 16 ხმა მიიღო, საბერძნეთმა – 11, მექსიკას – 6, ხოლო განას – 2 ჰქონდა. მეორე ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა 24 ხმა მიიღო, ხოლო საბერძნეთმა – 11.

კობახიძეს 3 კვირაზე მეტია ვწერ, ვურეკავ და იმალება თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა!-პოლოლიკაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button