მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო უძლურია, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს

რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, გაერო უძლურია, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

არგენტინის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტო Telam-თან მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა განაცხადა, რომ გაერო-ს კონსტიტუცია „ორგანიზაციას ამგვარ ძალაუფლებას არ ანიჭებს”.

პაპმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს ომების თავიდან აცილებაში დახმარება შეეძლო, მას „არ აქვს ძალა, რომ თავისი ავტორიტეტი დაამტკიცოს” უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებში მთელი მსოფლიოს გარშემო.

ამასთან, რომის პაპმა საერთაშორისო ინსტიტუტებს გამბედაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს, სერიოზული კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭიროა

ამასთან “პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა “სიბიეს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომისთვის სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ჟურნალისტის კითხვას, კიდევ რამდენი ხანი შეუძლია პუტინმა ომი აწარმოოს, გერმანიის კანლერმა უპასუხა, რომ ეს არავინ იცის, თუმცა ხანგრძლივი მზადება ომისთვის ნიშნავს მზადებას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის.

ჟურნალისტმა გერმანიის ლიდერს ჰკითხა, თუ როდის ამოეწურება რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობა. შოლცის თქმით, ამის შესახებ არავინ იცის, თუმცა ხანგრძლივი მზადება ომისთვის აჩვენებს იმას, რომ ის მზად არის, ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის.

„ვფიქრობ, რომ ამ ომის წარმოების გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთი წლით ადრე მის დაწყებამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე, რადგან ის ემზადებოდა ამისთვის. შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა შოლცმა.

ამას გარდა, გერმანიის კანცლერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი ამას არ აღიარებს, ის მაინც აცნობიერებს, რომ რუსეთი გრძნობს დასავლური სანქციების შედეგებს.

„თქვენ გარკვეულწილად გესმით, რომ ეს ნამდვილად აყენებს მას ტკივილს და მას ესმის მის ეკონომიკაზე ჩვენი სანქციების ღრმა გავლენა. ეს ახლა ემართება ქვეყანას, რომელიც არ არის ძალიან განვითარებული, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ცხოვრების ანალოგიური სტანდარტი, რათა ჰქონდეს შანსი, რომ იყოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნაწილი“, – განაცხადა შოლცმა.

ჟურნალისტმა შოლცს ჰკითხა ორ მილიარდ დოლარზე, რა თანხასაც დაახლოებით ხარჯავს გერმანია ყოველთვიურად რუსულ გაზზე, ქვანახშირსა და სხვა ენერგორესურსებზ, რაც დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რასაც ის უკრაინის დასახმარებლად გამოყოფს. პასუხად შოლცმა უარყო, რომ ვლადიმერ პუტინს სანქციებს აცილებს.

“პუტინს არ შეუძლია ჩვენგან მიღებული ამ ფულით იყიდოს რამე, რადგან მას აქვს დაწესებული სანქციები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა მისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტზე. ეს არის ის, რაც მის რისხვას იწვევს,” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button