მნიშვნელოვანისიახლეები

ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა თითქმის ნახევარი კი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი კი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ახლა საქართველოში 114 ვეტერანია, მათი ნაწილი დღეს კიკვიძის პარკში შეიკრიბება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკის ნაცვლად ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგნელბი. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიცულად გვრიგვინით შეამკობენ.

“მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმით, რომ ჯერ ერთი ვზეიმობთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და მეორე და იმ ტკივილს, რომელიც მოგვყვება იმ დროიდან – დღესაც მოუშუშებელია. ომი არის საშინელება და რა უნდა იქნეს დაშვებული, რამე თუ ის სპობს დიდს, პატარას, მაგან არ იცის არჩევა ბავშვია თუ მოხუცია, უდანაშაულო ადამიანები იხოცება და დღევანდელი თაობა, ყველა სახელმწიფო იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ მშვიდობა იყოს განმტკიცებული და ამ მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში უნდა ცხოვრობდეს ყველა ადამიანი,” – აცხადებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვლადიმერ ტაბაღუა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში” მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში 700 000 ქართველიდან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

“მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებისა და ჩვენი გამარჯვების დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ 700 000 ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს, მათ თავდადებასა და დამსახურებას.

მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა – ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა. ბევრი მათგანის გმირობის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, უმეტესობის კი არა. თუმცა, სწორედ მათი საგმირო ტრადიციების გაგრძელება იყო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად იცავდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მათ თავდადებასა და დამსახურებას,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button