მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაეროს ტრიბუნიდან მოწოდება ეუთოს და შეხსენება რუსეთს საქართველოს ოკუპაციაზე

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე გაამხავილა ყურადღება, გაეროს უშიშოების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის ელჩმა გაეროში, ლიდნმა თომას-გრინფილდმა.

მან რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.მან მოუწოდა ეუთოს რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს”, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“რუსეთი არგძელებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას, მაშინ, როცა მხარს უჭერს, ან სისტემურად უგულვებელჰყოფს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ან მის მახლობლად ცხოვრობენ. რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსურლებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე ან მისი ვალდებულება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის თავისუფალი წვდომის საშუალების შესახებ.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს”, – თქვა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button