მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაეროს ცნობით ომს დაახლოებით 136 მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობა ეტაპობრივად მატულობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასულ ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა მძიმე არტილერიის დაბომბვის, საჰაერო თავდასხმების და სხვა შეტევების შედეგად დაიღუპა.

გაეროს ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია 400-მდე ადამიანი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, UNIAN წერს, რომ 28 თებერვლის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაღუპულია 352 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. დაშავდა 2 040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობა ეტაპობრივად მატულობს. რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს კანადა, ასევე, ქვეყანაში რუსი ოლიგარქების საკუთრებასა და რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

რუს პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს კომპანია “ბოინგი”. შეჩერდება ყველა ძირითადი ოპერაცია მოსკოვშიც.
ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი რუსულ თვითმფრინავებს ტექნიკურ მხარდაჭერას და ნაწილების მიწოდებას უწყვეტს.

ორშაბათს კომპანიამ დახურა თავისი ოფისი კიევში და შეაჩერა პილოტების სასწავლო ოპერაციები მოსკოვში. კომპანიაში აცხადებენ, რომ Boeing-ი ორიენტირებულია საკუთარი თანამშრომლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

სანქცირებულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა American Express-მა.

მსგავსი პოსტები

Back to top button