გაეროს უარი ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე.
ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც უარყოფს აშშ-ის გადაწყვეტილებას იერუსალიმისათვის ისრაელის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ.
რეზოლუციას მიემხრო 128 ქვეყანა, წინააღმდეგი იყო ცხრა, თავი შეიკავა 35-მა. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭისყრა იმართებოდა.