მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაერთიანებული ოპოზიცია ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ოპოზიცია სარჩელით სასამართლოს მიმართავს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი.

ვაშაძემ კონკრეტულ მუხლში გაწერილი კონკრეტული აკრძალვები წაიკითხა. მაგალითად გიორგი ვაშაძემ კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოიყვანა, ასევე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაც. ვიდეო მტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.

ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების , პრემიერის და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრასაც ითხოვს.

მოისმინეთ გიორგი ვაშაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button