მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრს დღეს დაასახელებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის მემკვიდრე დღეს გახდება ცნობილი, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„კონსერვატიული პარტიის“ მომავალ ლიდერად საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ ტრასს, ან ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს დაასახელებენ.

პარტიის ლიდერის გამოსვლენად გამართული კენჭისყრის გამარჯვებული დღეს, თბილისის 15:30-ზე გახდება ცნობილი.

„გაერთიანებული სამეფოს“ პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ივლისში, სკანდალების სერიის გამო მინისტრების პროტესტის შემდეგ განაცხადა.

ახალი ლიდერის აირჩევამდე ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button