მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერთიანებული სამეფოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდება

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ – მინისტრი ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი გახდება.
რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება. მედიის ცნობით, პრემიერობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ბოლო მომენტში უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა რიში სუნაკს.

რიში სუნაკი “კონსერვატიული პარტიის” ახალი ლიდერი გახდა. როგორც მედია წერს, ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა რიში სუნაკს გამოუცხადა.
რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.

მედიის ცნობით, სუნაკი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანი პირია, რომელიც დიდ ბრიტანეთის პრემიერი გახდება. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მანამდე პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლის თქმითაც, ის ქვეყნის სათავეში დაბრუნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცდება.

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, სექტემბერში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკი შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაამარცხა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე 45 დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, ის იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ამ ქვეყნის ისტორიაში.
მისი მეტოქე კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო სუნაკი, რომელმაც საბოლოო კენჭისყრა წააგო. ოპოზიციურ პარტიას, ლეიბორისტებს, სურდათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს ბერკეტი, რომელიც, კონსერვატორების წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათ ამის გატანის საშუალებას მისცემდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button