მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, შემოდგომით თანამდებობა დატოვოს, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გუნდის ცვლილებისთვის ემზადება.

გამოცემა ერთ-ერთი მიზეზად ასახელებს იმას, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი გამხდარიყო.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უოლესი პოლიტიკიდან მთლიანად წასვლას განიხილავს.

„ეს ცვლილება მომავალს ეხება და სუნაკი არჩევნებამდე საზოგადოებას ახალ გუნდს წარუდგენს. ბენი ალბათ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ მისი პენსიაზე წასვლის დროა“, – განუცხადა გამოცემას მთავრობის წყარომ.
ბენ უოლსი უკვე 4 წელია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. სპეკულაციები თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებაზე ბოლო კვირებში გავრცელდა.
ბრიტანული მედიის ცნობთ, უოლასის გადაწყვეტილება უკავშირდება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის გეგმას, მომავალ არჩევნებს განახლებული გუნდით შეხვდეს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა ბრიტანეთის წარუმატებელ მცდელობას, NATO-ს მომავალ ხელმძღვანელად უოლასის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უოლესმა მოუწოდა უკრაინას, მეტი მადლიერება გამოეხატა პარტნიორებისთვის მათი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად დაეყენებინა მოთხოვნები ახალი ტიპის იარაღის მიწოდებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყოველთვის მადლიერია დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარების.

ბენ უოლასი კონსერვატორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან სხვადასხვა თანამდებობაზე 5 სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან იმუშავა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უოლასი მოკავშირეებს მოუწოდებდა, მეტი გაეკეთებინათ უკრაინის მხარდასაჭერად.

მსგავსი პოსტები

Back to top button