გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში “ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმსჯელეს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში “ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე იმსჯელეს. თემთა პალატაში ბრიტანეთის სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, სტეფენ დოუთი.
მას დეპუტატმა კალუმ მილერმა კითხვა დაუსვა, განიხილავენ თუ არა “ოცნების” წევრებისთვისა და მათი მხარდამჭერებისთვის სასწრაფო წესით სანქციების დაწესებას:
“განიხილავენ თუ არა ოფიციალური პირები სასწრაფოდ გამოიყენონ სანქციები “ქართული ოცნების” მხარდამჭერების წინააღმდეგ? მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისადა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის რეპრესირებას ახდენენ?” – ჰკითხა კალუმ მილერმა სახელმწიფო დეპუტატს.
ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა ამ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
“ჩვენ სანქციები დავუწესეთ რამდენიმე პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარ რეპრესიულ ქმედებებზე, ასევე, კორუფციის გამო და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით, ეს ნათლად განვუცხადე ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
ჩვენ შევაჩერეთ უფრო ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან, ეს ძალიან დასანანია, რადგან ჩვენ საქართველოსთან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ მანამდე, სანამ ის ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები ისევე, როგორც შედეგები უნდა მოჰყვეს ქვეყნის შიგნით და სხვაგვარად განხორციელებულ მოვლენებს”, – თქვა მან.
მისივე განმარტებით, მომავალ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს წინასწარ ვერ გააკეთებს.