სპორტი

„გაგრა“ მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ „სუტიესკას“ შეხვდება

საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ მონტენეგროში იმყოფება, სადაც დღეს ქვეყნის ვიცე_ჩემპიონ პოდგორიცას „სუტიესკას“ შეხვდება.

მატჩი კონფერენს ლიგის ეგიდით ტარდება და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაგრელებს თამაში სწორედ გასვლაზე მოუწიათ.

ქართველმა ფეხბურთელებმა „სუტიესკასთან“ დაპირისპირებამდე უკვე გამართეს მოთელვითი ვარჯიში.

მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა მილიან სავოვიჩმა განაცხადა, რომ ევროტურნირების დაწყებამდე კლუბმა საკონტროლო ტესტ-მატჩები ჩაატარა და გაგრასთან შეხვედრისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მზად არის.

ქვეყანაში არსებული კოვიდშეზღუდვების გამო პოდგორიცას სტადიონზე მხოლოდ 200 ქომაგის და 10 ჟურნალისტის დაშვება იგეგმება.

„სუტიესკას“ და „გაგრას“ მატჩი 8 ივლისს პოდგორიცას დგ-არენაზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button