მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გაიხსნება თუ არა ნინოწმინდის პანსიონის ჩაკეტილი კარი სახალხო დამცველისთვის

ნინოწმინდის ახალი მმართველი, მეუფე იაკობი სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათ შორის გულითადი საუბარი შედგა.

“ჩვენ აბსოლუტურად გულღია და გულითადი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ პრობლემები და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში. შეხვედრის დროს პრეტენზიები არ ყოფილა, აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია,”- განაცხადა ბოდელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button